რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველ დღე გამოდიან ამერიკის სიკვდილის მოწოდებებით.
“თქვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“, – წერს უილსონი.
კონგრესმენი გაცხადებას ასევე ფოტოსურათს ურთავს, რომელზეც ირაკლი კობახიძე და ასევე „ჰამასის“ ლიკვიდირებული ლიდერი ისმაილ ჰანიე არიან.