სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ევრაზიის სამიტში.
სამიტი მინსკში გაიმართა ხოლო ფაშინიანი ამბობს, რომ ვიდრე ლუკაშენკი იქნება ბელარუსის პრეზიდენტი, აღნიშნულ ქვეყანაში არ ჩავა. ამიტომ სამიტს ის დისტანციურად დაესწრო.
იმის გამო რომ ფაშინიანი ფიზიკურად არ ესწრებოდა სამიტს, ლუკაშენკომ უკმაყოფილება გამოთქვა.
-
“ჩვენი დამკვირვებლებისთვის საინტერესოა ჩვენი გაერთიანება, მე ვთხოვდი მათ, დაესწრონ შეხვედრებს და არ გვესაუბრებოდნენ ტელევიზორით, როგორ ითანამშრომლებენ ჩვენთან“ – აღნიშნა ლუკაშენკომ.
შემდეგ მიუბრუნდა ფაშინიანს და თქვა, რომ “ეს მას არ ეხება, რადგან, იციან რომ ფაშინიანმა მხოლოდ წვერი კი არ გაიპარსა, არამედ ცოტათი ავად გახდა“.
“ამიტომ, ჩვენ აღგიქვამთ, როგორც ჩვენი კავშირის ახალ, ახალგაზრდა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, წევრად,” – მიმართა ლუკაშენკომ სომხეთის პრემიერს.