აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა – რა წერია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ანგარიშში

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - რა წერია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ანგარიშში

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი (OFAC) ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, “რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრო­ლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს”.

აშშ-ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი Credit Suisse-თან სინ­გა­პურ­ში და­ვის შე­დე­გად მო­გე­ბულ თან­ხას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ვკი­თხუ­ლობთ სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მიერ გა­მო­ცე­მულ “გე­ნე­რა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია #116“-ში.