თეირანში პოლიციამ იტალიელი ჟურნალისტი დააკავა, რომელიც რეპორტაჟს იღებდა. ამის შესახებ სააგენტო AP იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპარტამენტი თანამშრომლობს ირანის ხელისუფლებასთან ჟურნალისტ სესილია სალას გათავისუფლების საკითხზე.
„დეპარტამენტი თანამშრომლობს ირანის ხელისუფლებასთან სალას სამართლებრივი სტატუსის გასარკვევად და მისი დაკავების პირობების შესამოწმებლად,“ – აცხადებენ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულ ჟურნალისტს ოჯახთან სატელეფონო ზარის ორჯერ განხორციელების ნებართვა მისცეს.
იტალიის ელჩი პაოლა ამადეიმ ჟურნალისტი მოინახულა და თქვა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
სალა არის იტალიური გაზეთ Il Foglio-ს რეპორტიორი, რომელიც იტყობინება, რომ ის თეირანის ევინის ციხეში იმყოფება.
უცნობია რის გამო მოხდა იტალიელი ჟურნალისტის დაკავება.