“მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა, რომ საშინელი იდეაა და ქართველებს არ გამოუვიდოდათ; იმდენად დამსტრესა, რომ დილის 6 საათზე მივუვარდი მძინარე უგულავას“ – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

“ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის” ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტი 2008 წლის ომის შემ­დეგ, მთელს ქა­ლაქ­ში გავ­ლე­ბუ­ლი “ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის“ შე­სა­ხებ წერს.

“ეს აფე­რის­ტი. ჯაჭ­ვის იდეა მას თავს მო­ვახ­ვიე მე.

“მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა, რომ საშინელი იდეაა და ქართველებს არ გამოუვიდოდათ; იმდენად დამსტრესა, რომ დილის 6 საათზე მივუვარდი მძინარე უგულავას“ - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

  • აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­კენ და­მი­რე­კა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას მთხოვ­და. მე გა­და­ვუ­ტა­ნე 1 სექ­ტემ­ბერს – ნა­ტო­ში რუ­სეთ – სა­ქარ­თვე­ლოს ომის სა­კი­თხი იხი­ლე­ბო­და და ვუ­თხა­რი, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა ჯო­ბია, რად­გან არც ომია რი­გი­თი მოვ­ლე­ნა.

ეს იდეა არ­სე­ბობ­და თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე. მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და. უშუ­ა­ლოდ იმ კონ­ტექ­სტში გა­უჩ­ნდა ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძეს (გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და ნუცა პრო­ტეს­ტის ფრო­დაქ­შენს აკე­თებ­დნენ ჩვენ­თან ერ­თად). ვინც მიყ­ვარს, ყვე­ლას ვფი­ცავ, რომ მთე­ლი 10 დღე მე­ჩხუ­ბე­ბო­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლი იდე­აა და ქარ­თვე­ლებს ეს არ გა­მო­უ­ვათ.

იმ­დე­ნად დამ­სტრე­სა, რომ ერთ კვი­რა დღეს დი­ლის 6 სა­ათ­ზე წა­მოვ­ხტი, კოშ­მა­რე­ბით, რომ ჩა­ი­შა­ლა და მი­ვუ­ვარ­დი მძი­ნა­რე გიგი უგუ­ლა­ვას, რო­მელ­საც მშრა­ლი შიმ­ში­ლო­ბით და­ვე­მუქ­რე, თუ პატ­რი­არ­ქთან არ წა­ვი­დო­და, არ აუხ­სნი­და ჯაჭ­ვის არსს ისე, რომ მას მოს­წო­ნე­ბო­და, და სთხოვ­და საკ­ვი­რაო წირ­ვა­ში “ხელი ჩა­კი­დეთ ერ­თმა­ნეთს” ეხ­სე­ნე­ბი­ნა (რო­მელ­საც მე და­ვე­ტა­კე­ბო­დი, ამოვ­ჭრი­დი, გა­ვა­კე­თებ­დი კლიპს და იტ­რი­ა­ლებ­და ყველ­გან) – თქვა პატ­რი­არ­ქმა.

1 სექ­ტემ­ბრის ღა­მე­საც მე­ჩხუ­ბე­ბო­და. მე­უბ­ნე­ბო­და რომ ხალ­ხი არ მოვა, და არც თვი­თონ მოვა. მაგ­რამ საკ­რე­ბუ­ლოს აი­ვან­ზე მიკრო­ფო­ნი მა­ინც და­ვუდ­გი.

გა­მო­ვი­და მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

მიშა მო­ვი­და და ექ­სტაზ­ში ღრი­ა­ლებ­და საკ­რე­ბუ­ლოს აივ­ნი­დან.

ესაა სი­მარ­თლე,“ – წერს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.