OFAC-ის სან­ქცია ივა­ნიშ­ვილს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ქცე­ვის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­დეს სან­ქცი­ე­ბი­დან

შე­ე­ხო თუ არა სან­ქცი­ე­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს და ზო­გა­დად, რას ნიშ­ნავს OFAC-ის სან­ქცია?

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს” უფ­რო­სი ანა­ლი­ტი­კო­სი, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ბესო ნამ­ჩე­ვა­ძე, 27 დე­კემ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

“ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნამ (იქა­უ­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო) ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შე­იყ­ვა­ნა უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის (OFAC) სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში (SDN)სან­ქცი­ე­ბი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ანუ და­სან­ქცირ­და მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და არა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

სან­ქცია გუ­ლის­ხმობს აშშ-ში მისი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას და მას­თან ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტას. და­სან­ქცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად OFAC-მა გა­მოს­ცა ლი­ცენ­ზია, რომ­ლის თა­ნახ­მად სან­ქცი­ე­ბი არ ვრცელ­დე­ბა არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით სან­ქცი­ე­ბი გა­ავ­რცე­ლეს რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე და “კრე­დიტ სვის­თან” და­ვის ფი­ნან­სურ შე­დე­გებ­ზე.

სან­ქცი­ას თან ახ­ლავს ჩა­ნა­წე­რი Secondary sanctions risk-ზე, რაც ძა­ლი­ან მკაც­რი მიდ­გო­მაა. ეს გუ­ლის­ხმობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პირი, ვინც ივა­ნიშ­ვილ­თან რა­ი­მე ტრან­ზაქ­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, აშშ-ს მხრი­დან “და­იბ­ლო­კე­ბა” (შე­ე­ზღუ­დე­ბა წვდო­მა აშშ-ს ფი­ნან­სურ რე­სურ­სებ­ზე, დო­ლარ­ზე, ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ებ­ზე და სერ­ვი­სებ­ზე)

რა­ტომ არ შე­იყ­ვა­ნა აშშ-მა ივა­ნიშ­ვი­ლი მაგ­ნიტსკის სი­ა­ში, როცა ამის სა­ფუძ­ვლე­ბიც არ­სე­ბობს?

მაგ­ნიტსკის სია არის ძა­ლი­ან მკაც­რი და ამა­ვე დროს სა­დამ­სჯე­ლო, მისი მი­ზა­ნი არ არის და­სან­ქცი­რე­ბულ პირს ქცე­ვა შე­აც­ვლე­ვი­ნოს, შე­ა­ჩე­როს. მისი მი­ზა­ნი სა­მუ­და­მო დას­ჯაა.

OFAC-ის სან­ქცია ივა­ნიშ­ვილს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ქცე­ვის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­დეს სან­ქცი­ე­ბი­დან. OFAC-მა ივა­ნიშ­ვი­ლი არ და­ა­სან­ქცი­რა სრუ­ლად.

წინ კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი და­ი­ტო­ვა: სან­ქცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მის კომ­პა­ნი­ებ­ზე, მის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე და ბიზ­ნეს-პარტნი­ორ ნა­თე­სა­ვებ­ზე. ასე რომ “მი­წა­ში ჩა­დეს”, “გა­ა­ნად­გუ­რეს” და ა.შ. ტყუ­ი­ლია. მიდ­გო­მა არის თან­და­თა­ნო­ბი­თი, რაც სწო­რია. აშშ-მა და­ი­ტო­ვა ბერ­კე­ტე­ბი, რომ თუ რეპ­რე­სი­ებს და ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კას გა­აგ­რძე­ლებს, სან­ქცი­ე­ბი გა­უმ­კაც­როს.

გამ­კაც­რე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლია წინ, მა­გა­ლი­თად, იქამ­დეც კი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს საქ­მე, რომ გა­ლე­რია თბი­ლი­სი­დან ბრენ­დე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ, სან­ქცი­ე­ბის ში­შით, მხატ­ვრულ-ლი­ტე­რა­ტუ­რულ წი­აღსვლებს, ჯო­ბია, სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლოთ. იქ­ნებ, თა­ვად და­სან­ქცი­რე­ბულ­საც სხვა რა­მეს უყ­ვე­ბი­ან” – წერს ნამ­ჩე­ვა­ძე.

Russia-related Designation; Issuance of Russia-related General License and Frequently Asked Question

Release Date
12/27/2024
Recent Actions Body

The Department of the Treasury’s Office of Foreign Assets Control (OFAC) is issuing Russia-related General License 116, “Authorizing Transactions Involving Entities Owned by Bidzina Ivanishvili.” OFAC has also issued one new, Russia-related Frequently Asked Question (FAQ 1204).