საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი თბილისიდან 59 კმ-ში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სოღუთლოსთან მდებარეობდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდამ ეპიცენტრში 4,1 შეადგინა. ნგრევის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისქვეშა ბიძგები რუსთავსა და თბილისშიც იგრძნობოდა.