“ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია“ – ნიკა მელია აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებაზე

“ვერ და­ა­ლა­გა! კარ­გავს იმას, რაც მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია – ფულს!“ – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აშშ- გან და­სან­ქცი­რე­ბას.

  • რო­გორც მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ფული არის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის გა­რან­ტია.

“ივა­ნიშ­ვი­ლი არის ოლი­გარ­ქი, რომ­ლის­თვი­საც ფული არის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის გა­რან­ტია, არსი და საზ­რი­სი. მას თუ რა­მის ეში­ნია, ფი­ნან­სურ რე­სურ­სზე წვდო­მის და­კარ­გვაა; თუ რა­მით იცის მარ­თვა, ფუ­ლია; თუ რა­მეს გა­და­ა­ყო­ლა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ქვე­ყა­ნა, შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­ყი­ნუ­ლი აქ­ტი­ვია.

ყვე­ლას, ხელ­ქვე­ითს, სხვა­დას­ხვა გზე­ბით გა­მო­ჭე­რილს თუ მხარ­დამ­ჭერს, არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ “და­ა­ლა­გებს”. ვერ და­ა­ლა­გა! კარ­გავს იმას, რაც მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია – ფულს!“ – წერს ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი (OFAC) ავ­რცე­ლებს.