„ჩრდილოეთ კორეის ან ირანის ჯარები რუსული არმიის სამხედრო ფორმაში, NATO-ს ქვეყნების ზღურბლზე, ძალიან რეალური სცენარია“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
როგორც ერმაკი აღნიშნავს, ალიანსმა უნდა განიხილოს მის საზღვრებზე ჰიბრიდული საფრთხეების გაჩენის რისკები და მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტი, რომელიც კაბელების დივერსიას ახორციელებს, არ არის ერთადერთი ასეთი საფრთხე.
„ნატოს ქვეყნების საზღვრებზე რუსულ ფორმაში გამოწყობილი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თუ ირანელი მარიონეტების გამოჩენა სავსებით შესაძლებელია, თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებენ. ჩრდილოეთ კორეის სამხედროები უკვე იბრძვიან ევროპაში. მანამდე ამას ვინ იფიქრებდა?
დაუსჯელობა წარმოშობს ნებაზე მიშვებას. ახლა სწორედ ის მომენტია, რომელიც მოითხოვს „მტკიცე გადაწყვეტილებებს და ქმედებებს“, – ამბობს ერმაკი.