რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, მოლდოვამ ხელშეკრულება დაარღვია და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარი თქვა.
„გაზპრომის“ განცხადების თანახმად, „გაზპრომმა“ 28 დეკემბერს გაუგზავნა შეტყობინება „მოლდოვაგაზს“, რომ მოლდოვის მხარე რეგულარულად არ ასრულებს მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს, რაც პირობების მნიშვნელოვანი დარღვევაა.
„გაზპრომი“ იტოვებს ყველა უფლებას, მათ შორის უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და უფლებას მოითხოვოს „მოლდოვაგაზისგან“ კომპენსაცია ყველა დანაკარგისთვის და ჯარიმის გადახდა მოლდოვის კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულებისთვის,“ – აღნიშნულია რუსული კომპანიის განცხადებაში.