100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას Washingtonpost-ი ავრცელებს.

ამერიკის 39-ე პრეზიდენტი

კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მათ შორის მელანომა.

კარტერი პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჰუმანიტარულ საკითხებზე. 2002 წელს მას მიენიჭა „ნობელის პრემია“ მშვიდობის დარგში.

ჯიმი კარტერი აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი იყო 1977-1981 წლებში „დემოკრატიული პარტიიდან“.