ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 71 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხუთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
შემთხვევა სიდამას შტატში, ბონას რაიონში მოხდა.
სიდამას რეგიონული მთავრობის პრესსპიკერმა, ვოსენილე სიმონმა Reuters-ს განუცხადა, რომ ავტომობილი ხიდს ასცდა და მდინარეში გადავარდა. მისივე თქმით, მგზავრების ნაწილი საქორწილო ცერემონიიდან ბრუნდებოდა და ზოგიერთმა ოჯახმა რამდენიმე წევრი დაკარგა.
რეგიონის საგზაო პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა გადატვირთული იყო, რაც, სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გახდა.