იხურება თუ არა 1-ლი იანვრიდან “ფორმულა”? – რეორგანიზაცია დაწყებულია, არხიდან თანამშრომლები უკვე გაუშვეს და სხვესაც გაუშვებენ…

ორი კვი­რის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 31 დე­კემ­ბრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა” იხუ­რე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რობ­დნენ, რომ არხი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­თან, ნელ-ნელა წყვეტ­და კონ­ტრაქ­ტებს.

ერთი კვი­რის წინ, არ­ხის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ელი­სო ჯა­რი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“ჩემ­თვის სამ­წუ­ხა­როდ და ამა­ვე დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჩემი და “ფორ­მუ­ლას” გზე­ბი გა­ი­ყო. რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ვრჩე­ბი ბო­ლომ­დე.

წარ­მა­ტე­ბას და გაძ­ლი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას და გან­სა­კუთ­რე­ბით ფორ­მუ­ლას ჟურ­ნა­ლის­ტებს!”

გუ­შინ, გა­და­ცე­მა “მე-17 სარ­თუ­ლის” წამ­ყვა­ნებ­მა არ­ხის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რეს, მათ შო­რის იყო, სო­ფიო ხუნ­წა­რია. რო­გორც ხუნ­წა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, გა­და­ცე­მა “მე-17 სარ­თუ­ლი” იხუ­რე­ბა, მაგ­რამ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა” აგ­რძე­ლებს მა­უ­წყებ­ლო­ბას. მი­სი­ვე თქმით, ტე­ლე­ე­თე­რის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ აქ­ტი­უ­რო­ბას და იმ­სჯე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­ზე.

“დად­გა დრო ჩვე­ნი დამ­შვი­დო­ბე­ბის. პირ­ვე­ლი, რომ უნდა გი­სურ­ვოთ გა­მარ­ჯვე­ბა და ბრძო­ლის ჟინი. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს 31-ში ღა­მით. ჩვენ დრო­ე­ბით ვე­ღარ მო­გე­სალ­მე­ბით “მე-17 სარ­თუ­ლი­დან”, თუმ­ცა იქამ­დე სა­ნამ შევ­ძლებთ ტე­ლე­ე­თე­რით ვი­ყოთ თქვენ­თან ერ­თად, ისევ გპირ­დე­ბით, რომ ჩვენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ფე­ის­ბუქ­ზე” ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი და ისევ ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­სა­უბ­რებთ და ვიმ­სჯე­ლებთ ერ­თად იმ თე­მებ­ზე რაც თქვენ­თვის და ჩვენ­თვის სუ­ლერ­თი არ არის.

ბუ­ნებ­რი­ვია “ფორ­მუ­ლა” მა­უ­წყებ­ლო­ბას გა­აგ­რძე­ლებს და არ გე­გო­ნოთ, რომ “ფორ­მუ­ლა” ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რე­ბა, მაგ­რამ ცო­ტა­ხანს ჩვენ გვექ­ნე­ბა წყვე­ტა “მე-17 სარ­თულს” და ამი­ტომ მინ­და ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან ერ­თად იყო ვუ­თხრა ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა იმის­თვის, რომ იყა­ვით ჩვენ­თან ერ­თად და გუ­ლით მიყ­ვარ­ხართ. ეს ჩემ­გან სათ­ქმე­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად ისევ შევ­ხვდე­ბით…”

შემ­ცი­რე­ბა­ში მოჰ­ყვა არხზე “ნი­უ­სის” პრო­დი­უ­სე­რი ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლიც.

“დიდი მად­ლო­ბა “ფორ­მუ­ლას”! ეს იყო სა­უ­კე­თე­სო 5 წელი… ძა­ლი­ან დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ვი­ძი­ნე უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც სამ­შობ­ლო და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა უპირ­ვე­ლე­სია და ამის­თვის მუხლჩა­უხ­რე­ლად იბ­რძვი­ან და მუ­შა­ო­ბენ. ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და ახა­ლი ეტა­პის დროა”, – წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა ხდე­ბა არხზე, გვემ­შვი­დო­ბე­ბა თუ არა “ფორ­მუ­ლა” 31 დე­კემ­ბერს და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ტე­ლე­ვი­ზია, კო­მენ­ტარ­ზე “ამბები.ge” მიშა მშვილ­და­ძეს და­ვუ­კავ­შირდა.

“არხი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, დატ­ვირ­თუ­ლი სა­ე­თე­რო ბა­დით. ახლა გვექ­ნე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და პა­ტა­რა შემ­ცი­რე­ბა. ყვე­ლა­ფერს მალე გა­ი­გებთ და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ მო­მენ­ტის­თვის მინ­და გი­თხრათ, რომ “ფორ­მუ­ლა” არ და­ი­ხუ­რე­ბა და გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. ის, რომ “ფორ­მუ­ლა” იხუ­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რად აგო­რე­ბუ­ლი ჭო­რია. კი იყო ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია და პირ­ველ იან­ვარს რომ არ და­ი­ხუ­რე­ბა, ნა­ხავთ.

სამ­წუ­ხა­როდ, შემ­ცი­რე­ბე­ბი გვაქვს არხზე, უნდა გა­და­ვე­წყოთ ახალ რე­ა­ლო­ბა­ზე და ახალ ბი­უ­ჯეტ­ზე. რო­დე­საც პრო­ცე­სი მორ­ჩე­ბა, დაწ­ვრი­ლე­ბით ეთე­რი­დან გე­ტყვით. იქამ­დე კი ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად გა­სავ­ლე­ლი იმი­სათ­ვის, რომ გა­დავ­რჩეთ და გავ­ზარ­დოთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი” – განაცხადა მიშა მშვილდაძემ ამბები.ge-თან საუბრისას.

ambebi.ge