“ის მსოფლიოს ადამიანია… არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი…” – გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის

“პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და ლი­დე­რის ხა­სი­ა­თის მქო­ნე“, – ასე აფა­სებს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს მისი ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი, რუ­სე­თის დუ­მის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვა­ლე­რი გა­ზა­ე­ვი.

"ის მსოფლიოს ადამიანია... არამხოლოდ საფეხბურთო გამოცდილება მიიღო, არამედ ცხოვრებისეულიც, კულტურულიც, გაიფართოვა თვალსაწიერი..." - გაზაევი ყაველაშვილს წერილს უძღვნის

წე­რი­ლი რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა:

“რო­დე­საც მი­ხე­ი­ლი “სპარ­ტაკ-ალა­ნი­ა­ში“ მო­ვი­და, 23 წლის იყო, ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლი. ჩვენ მას­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და: თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი. სა­სი­ა­მოვ­ნო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. პირ­ვე­ლი­ვე ვარ­ჯი­შე­ბი­დან ჩან­და, რომ მის წი­ნა­შე დიდი მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი იდგა…

კო­ლექ­ტივ­ში მი­ხე­ი­ლი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და, ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ყვე­ლა ხე­დავ­და, რომ ის ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და ფეხ­ბურთში, და პრე­ტენ­ზი­ე­ბი მის მი­მართ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ყავ­ლე­ლაშ­ვილ­მა თავი გა­მო­ი­ჩი­ნა რო­გორც გუნ­დურ­მა ადა­მი­ან­მა, ის ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ თვი­სე­ბას ახალ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­შიც აჩ­ვე­ნებს.

ძა­ლი­ან დამ­წყდა გული, რომ ის “მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ წა­ვი­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდით, რად­გან ის ჩვენ­თან იჯა­რით იყო. ის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და რო­გორც სპორ­ტსმე­ნი, ადა­მი­ა­ნი და ლი­დე­რი. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ ის პრე­ზი­დენ­ტად ვი­ხი­ლეთ. ვფიქ­რობ, ეს დიდი ნდო­ბაა ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის მხრი­დან, რა­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მან აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­მარ­თლებს.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი. ამას­თან ერ­თად არის, ასე ვთქვათ, მსოფ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნი: თბი­ლი­სი, ვლა­დი­კავ­კა­ზი, ინ­გლი­სი, შვე­ი­ცა­რია და ა.შ. მან არამ­ხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლიც, კულ­ტუ­რუ­ლიც, გა­ი­ფარ­თო­ვა თვალ­სა­წი­ე­რი…

შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ კარ­გი და თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, შევ­ხვდით და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვი­სა­უბ­რე. ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს ინა­უ­გუ­რა­ცი­ას. ვფიქ­რობ, ჩვე­ნი მე­დია ყვე­ლა­ფერს გა­ა­შუ­ქებს. რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო მე­ზობ­ლე­ბი არი­ან და მე­ზობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მშვი­დად და თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნდა იყ­ვნენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სპორ­ტი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა. ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახა კა­ლა­ძე, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლე სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა გა­ი­ა­რა, ახლა თბი­ლი­სის მე­რია, სპორ­ტს დროს უთ­მობს. ზო­გა­დად, სპორ­ტში თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, უნდა ვენ­დოთ. მათ სა­კუ­თა­რი ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის­თვის სარ­გე­ბე­ლი მოჰ­ქონ­დათ და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა”, – ვკი­თხუ­ლობთ გა­ზა­ე­ვის წე­რილ­ში. წყა­რო