პოლონელი დეპუტატი მთავრობას ურჩევს უკრაინელ სამხედროებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს

პოლონეთის სეიმის დეპუტატი ვიტოლდ ტუმანოვიჩი მთავრობას ურჩევს უკრაინელ სამხედროებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს.

ვიტოლდ ტუმანოვიჩი

როგორც მან ადგილობრივ მედიასთვან ინტერვიუში განაცხადა, ომის დასრულების შემდეგ პოლონეთმა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საიმიგრაციო შეზღუდვები უნდა დააწესოს.

დეპუტატი ტუმანოვიჩი მიიჩნევს, რომ ომის მონაწილეები პოლონეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შექმნიან და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნიან.