სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის მიერ დასმულ კითხვას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მწვავე დებატები მოჰყვა მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძეს შორის.
უფრო კონკრეტულად, ნათია ფანჯიკიძენ იკითხა:
„რა მაგის პასუხია და დამპლური კითხვების დასმის, ოპოზიციამ რომ დაფინანსება აიღო, თან სამსახურშიც არ ივლიან, „ახლა ამის დრო არ არის“ არის?“
ამაზე პასუხად, ანა წითლიძემ მას კომენტარებში დაუწერა, რომ ეს „არასამართლიანი და ტყუილი“ პოსტი იყო.
„ამ არასამართლიან და ტყუილ პოსტზე რომ გიპასუხოთ, პროდასავლელი ალასანია რანაირად აშენებს ცათამბჯენებს საქართველოში და როგორ გახდა ბიზნესმენი, რითი შეაბა ივანიშვილმა მილიონიანი ბიზნესების მიცემით ამ ძალადობრივ სისტემაში და როგორ შოულობს მილიონებს სისტემასთან შეთანხმებით ახლაც, უსამართლო ვიქნები? ალბათ მსგავსი მიდგომების გამო არ შერჩა არც ერთი გუნდის წევრი თავის დროზე“, – დაწერა ანა წითლიძემ.
ნათია ფანჯიკიძემ კი ანა წითლიძის მისამართით დაწერა, რომ ამ ქვეყნის ბოლო დროინდელი ტრაგედიების მიზეზი, სწორედ წითლიძის პარტიის „სამართლიანობა და სიმართლე“ იყო.
„თავიდან ბოლომდე „სამართლიანობა და სიმართლე“ რომ ხართ თქვენი პარტიიანად, ეგაა ამ ქვეყნის ბოლო დროის ტრაგედიების ძირითადი მიზეზი. ალასანიას რაც შეეხება, როცა ააშენებს, მერე მომიკაკუნეთ, ჯერ არ ვიცი სადაა მისი აშენებული ცათამბჯენი, ნაციონალების ნაშენები კი რამდენიც გინდა. მილიონიანი ბიზნესი რომ არ აქვს, ესეც კარგად იცით და გაქვთ გაჩხრეკილი, რომ ის არის არც მეტი, არც ნაკლები, საინვესტიციო ფონდის დირექტორი, სხვათა შორის დასავლური ინვესტიციის, რაც ზედმეტად უცნაურია (სულაც არ მეუცნაურება ოღონდ), რომ არ გსიამოვნებთ ამ გარუსებულ ქვეყანაში“, – წერს ფანჯიკიძე.
ანა წითლიძემ კი უპასუხა:
„თქვენ რომ ტყუილი არ დაგებრალებინათ რომ მათ შორის მე თურმე ხელფასი ავიღე არც არანაირი სურვილი მქონდა თქვენთან კამათის. თქვენი შეხედულება ჩემზე ან ჩემს პარტიაზე ნაკლებად მაღელვებს. თქვენი ქმრის პოლიტიკური მოღვაწეობა უკვე ვნახეთ. სრულად გაფარჩაკებული, ჯერ რუსის მომყვანი და მერე იმის ძალაც კი არ აღმოაჩნდა ბოლომდე ებრძოლა. მერე უბრალოდ სიჩუმისთვის სამშენებლო ნებართვები მიართვეს ლანგარზე. მილიონიანი ბიზნესების სიის დადება პრობლემა სულაც არაა, ისედაც მთელმა თბილისმა იცის, დაგუგვლაც კი ადვილია) სანამ ტალახს ისვრით გახსოვდეთ დაგიბრუნდებათ. კი კარგად ვიცით, თქვენი ისტერიკაც გვახსოვს გამომძიებელი ჟურნალისტები რომ მივიდნენ თქვენთან სწორედ ამ კითხვებზე პასუხისთვის. ნუ, ახლა ამ ქვეყანაში ამ ბიზნესებს რომ ერთ დროს ბიძინასგან გაგდებული მტრად მოკიდებული ალასანია – ხელისუფლების გარეშე ვერ იზამდა ეგ ჭეშმარიტება ბავშვისთვისაც კი არ არის უცხო)) დანარჩენი თავის მართლება თქვენი მხრიდან არ მაინტერესებს“.
ნათია ფანჯიკიძემ კი წითლიძეს დაუწერა:
„მეტი საქმე არ მაქვს თავი ვიმართლო თქვენთან. თქვენ (ამ სიტყვაში პირად შეურაცხყოფას არ გაყენებთ, თქვენგან განსხვავებით, პარტიას ვგულისხმობ) უკვე დიდი ხნის წინ დაგერქვათ სახელი. ისიც ვიცოდი, ვისი დაკვეთა იყო მელაძის და მისი ქაჯაიების პროვოკაციული შემოვარდნა, ბავშვის ხმა რომ ისმის, ჩემი შვილის სახლის ის კადრები არ გაუშვა საყვარელმა. ჰოდა, ყოველი თქვენი აგრესია მახარებს, რადგან მხოლოდ იმ მეხსიერების შენახვას ემსახურება, ვისაც ახსოვს, რა ელის ქვეყანას, თქვენ რომ ხელში რამე და ვინმე ჩაიგდოთ. ისევ მოწიწებით გთხოვთ, სანამ ჩაგიგდიათ, დამალეთ კბილები და ბრჭყალები, ახალგაზრდებს მართლა არ ახსოვთ პირადად მართლაც პუტინის მმართველობის სტილი როგორ დააწესეთ საქართველოში“.