„უკრაინას მოუწევს საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწევს, რადგან ასეთი არის რეალობა“ – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა.
როგორც TASR წერს, სლოვაკეთის ინტერესშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა ფრონტის ხაზზე ზავი დამყარდეს და ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამასთან, კალინიაკი მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რა ფორმაში იქნება უკრაინა ომის შემდეგ, ვიდრე ის საზღვრები, რომლებიც ომის შემდეგ განისაზღვრება.
„ალბათ, უკრაინა ვერ იაზრებს იმ ფაქტს, რომ ვერასდროს შეძლებს გერმანიასა და შვეიცარიას შორის მოქცევას – მას ყველაზე დიდი საზღვარი სულ რუსეთის ფედერაციასთან ექნება. სადავო არ არის, ვინ არის აქ აგრესორი, რადგან რუსულმა ყველა ზღვარი და წესი გადალახა და დაარღვია საერთაშორისო სამართალი, თუმცა ასევე, აუცილებელია ყურადღება მიექცეს იმას, თუ რა ხდება მსოფლიოს სხვა წერტილებში და იგივე სტანდარტი იქნეს გამოყენებული სხვა დავების მიმართ.