ზელენსკი – მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ველით ოფიციალურ განცხადებას

უკრაინა ელოდება, რომ მისი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატები ორშაბათს დიდ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად - ველით ოფიციალურ განცხადებას

მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.

“ვიცი, რომ მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი სამხედროებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან მის დიალოგზე. მისი თქმით, განიხილეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ინვესტიციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.