საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისთვის მილოცვას გამოეხმაურა.
„გამოენთებიან ახლა, ეს უსამშობლო,მავნებელი ფანტაზიორები და თავიანთი ჩვეულებისამებრ, ათასგვარ ინტერპრეტაციას მოუძებნიან ბატონი მარკ რუტეს მილოცვას სათავისოდ.ფაქტი ერთია, ქართული სახელმწიფო, თავისი სახელისფლებო ინსტიტუტებით შედგა.
შესაბამისად, ცივილიზებულ სამყაროს, უნდა საქმიან და ნორმალურ ხალხთან ურთიერთობა და არა ამ რუსულ აგენტურასთან, რაც ნაცების და ფსევდოლიბერალების სახით არის წარმოდგენილი(ერთი არიან ეგენი ყველა). ჯერ სად ხართ, 20 იანვრიდან სერიოზულად მიხედავს პრეზიდენტი ტრამპი, ყველა ბოროტ და ფსევდოლიბერალ სექტას, ევროპის კონტინენტზე და არა მარტო“, – აცხადებს გამსახურდია.