მეთიუ მილერი – ენტონი ბლინკენი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს ვენესუელელი ხალხის ნებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

მეთიუ მილერი - ენტონი ბლინკენი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს ვენესუელელი ხალხის ნებას

„დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესსა და მარია კორინა მაჩადოს, ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება მხარი დაუჭიროს არჩევნებზე დაფიქსირებულ ვენესუელელი ხალხის ნებას, ვენესუელაში დემოკრატიის მშვიდობიანი გზით აღდგენასა და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას“, – აცხადებს მეთიუ მილერი.

მილერის თქმით, „ენტონი ბლინკენმა მადუროს ანტიდემოკრატიული ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და ვენესუელის ოპოზიციისა და ვენესუელელი ხალხის გამძლეობა შეაქო“.