ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვენესუელის გენერალურ პროკურორზე, ტარეკ სააბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 413 ადამიანს გაათავისუფლებენ

ვენესუელის გენერალური პროკურორის, ტარეკ სააბის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთაგან უკვე 1369 ადამიანი გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.