5 ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში, საახალწლო ფოიერვერკებთან დაკავშირებულ ინციდენტებს – CNN

გერმანიაში ახალი წლის ღამეს, ფოიერვერკებთან დაკავშირებულ ინციდენტებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ათობით წარმომადგენელმა დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინციდენტი

ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაღუპულთა შორის არის 45 წლის კაცი, რომელიც ე.წ. ფოიერვერკის ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.

როგორც ბერლინის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, მეხანძრეებს ფოიერვერკებთან დაკავშირებულ 1892 ინციდენტზე მოუხდათ რეაგირების მოხდენა, რაც 294-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს.

არსებული ცნობით, სულ მცირე 13 შემთხვევა აღირიცხა, როდესაც სასწრაფო დახმარების მუშაკები ფოიერვერკის „სამიზნედ“ იქცნენ. ხოლო ერთი პოლიციელი სავარაუდოდ ფოიერვერკის მოხვედრის შედეგად მძიმედ დაშავდა და ოპერაცია დასჭირდა.

ბერლინის პოლიციის სპიკერის, ფლორიან ნატის განცხადებით, ახალი წლის ღამეს დედაქალაქში 330 ადამიანი დააკავეს.