ლას-ვეგასში, ტრამპის სასტუმროს წინ Tesla Cybertruck აფეთქების საქმეზე BBC განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ კაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა, მოქმედი ამერიკელი სპეცრაზმელი იყო და აფეთქებამდე მან თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, 37 წლის მეთიუ ალან ლიველსბერგერგი კოლორადოს შტატიდან იყო. მან ავტომობილი აფეთქების ადგილიდან 1 300 კილომეტრის მოშორებით იქირავა და ნევადის შტატისკენ გაემართა.
სამართალდამცველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, თვითმკვლელობის შედეგად დაიღუპა. გასროლას ძლიერი აფეთქება მოჰყვა, რადგან ავტომობილში საწვავის ავზები და პიროტექნიკა ეწყო.
სპეცდანიშნულების დანაყოფის სერჟანტის ვინაობა, აფეთქების ადგილზე მისი საბუთების და სამი მობილური ტელეფონის აღმოჩენის შედეგ დადგინდა. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს.
გამოძიებამ ლას-ვეგასსა და ახალ ორლეანში მომხდარი ინციდენტების პარალელების კვლევა დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის კავშირი არ იკვეთება.