ილონ მასკი: ბრიტანელ ხალხს საერთოდ არ უნდა ეს მთავრობა. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბრიტანელ ხალხს არ უნდა არსებული მთავრობა.

ილონ მასკი

ის დიდ ბრიტანეთში ახალი არჩევნების ჩატარების იდეითაც გამოდის.

„ბრიტანეთის ხალხს საერთოდ არ უნდა ეს მთავრობა. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – დაწერა მასკმა.