სამხრეთ კალიფორნიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწარმოს შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ერთძრავიანი Van’s RV-10-ია.
მედიის ცნობით, დაშავებულებიდან 10 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
უცნობია, ვინ არიან დაღუპული ადამიანები, საწარმოს თანამშრომლები, თუ თვითმფრინავის ბორტზე მყოფები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.