საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება” ატარებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, „ამაზე მეტყველებს წინააღმდეგობა, რომელიც არის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში”.
„სიმართლე გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და რუსეთი ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში. ანუ, სრულიად პრომოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან და, შესაბამისად, ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო ველის კასტრირება. ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, უხეშად რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა – ის, უბრალოდ, შიშით უყურებს იმას, რაც ხდება უკრაინაში. საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ ომს რუსეთი თუ არ წააგებს, რუსეთი დამარცხებულ მხარედ თუ არ ჩაითვლება, მაშინ ის ომის დაწყებას შეძლებს საქართველოშიც, თუ საქართველო დაამარცხებს ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს. ანუ, ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია, თუმცა საკმაოდ დიდია წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ – თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება”, პრორუსული პარტია ატარებს. იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია”, – განაცხადა პოდოლიაკმა.