რუსეთის ჯარები დონეცკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებზე ზეწოლას განაგრძობენ. Deep State-ის ანალიტიკოსების ცნობით, ნოვოვასილივკაში „ნამდვილი ჯოჯოხეთია“.
„ნამდვილი ჯოჯოხეთი გრძელდება ნოვოვასილივკაში. მოწინააღმდეგე ერთდროულად უტევს რამდენიმე ადგილას. ყოველდღე დაახლოებით ორი ქვეითი ოცეული შედის სოფელში თავდასხმისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულია, რომ რუსი დამპყრობლები წინსვლას ახორციელებენ სოფლის ცენტრში. ქუჩაში არის „უკიდურესად სასტიკი“ ბრძოლები.
„თავდაცვის ძალები ავლენენ გმირობას, აკავებენ დამპყრობელს“, – დასძინა DeepState-მა.