ტრამპი: ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, სრული კატასტროფა

„არაერთხელ მითქვამს, რომ ბაიდენის „ღია საზღვრების“ პოლიტიკასთან ერთად რადიკალური ისლამური ტერორიზმი და ძალადობრივი დანაშაულის სხვა ფორმები ისე გაუარესდება ამერიკაში, რომ ამის წარმოდგენა ან დაჯერებაც კი რთული გახდება“, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპი და ბაიდენი

„დადგა ეს დრო, თუმცა იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე ოდესმე წარმოიდგენდა. ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, სრული კატასტროფა. ის, რაც მან და მისმა ჯგუფმა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, მალე არ დაგვავიწყდება!“ – აღნიშნავს ტრამპი.