უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს და შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინას ვლადიმერ პუტინის შეჩერებაში.
ზელენსკის თქმით, ტრამპს ნამდვილად სურს ომის დასრულება.
„ტრამპი, შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება. მჯერა, რომ ის არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. მინდა, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა პირველ რიგში რუსეთს შეეხოს. ვფიქრობ, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ეს სიმართლეა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.