FT: აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა მოსკოვს ეს ჩინეთმა გადააფიქრებინა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამტკიცებს, რომ რუსეთი სერიოზულად განიხილავდა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუმცა მოსკოვს ეს ჩინეთმა გადააფიქრებინა, – იუწყება The Financial Times-ი.

ენტონი ბლინკენი

„შეერთებული შტატები სერიოზულად იყო შეშფოთებული იმით, რომ პუტინი ბირთვულ ვარიანტს განიხილავდა. მაშინაც კი, როდესაც ალბათობა 5-დან 15%-მდე იზრდება, და როდესაც საქმე ბირთვულ იარაღს ეხება უფრო სერიოზული არაფერია. ჩვენ გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ჩინეთმა რუსეთს უთხრა ეს არ გაეკეთებინა. ასეთი საუბარი, სავარაუდოდ მაშინ შედგა, როდესაც აშშ-მ ჩინეთს აცნობა, რომ პუტინი ბირთვული იარაღის კოსმოსში გაშვებას გეგმავდა“, – განაცხადა ბლინკენმა FT-თან.