აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე პოლიტიკური მიმომხილველი ტემი ბრიუსი წარადგინა.
ამის შესახებ ტრამპი პლატფორმა truthsocial-ზე წერს.
„ტემი ძალიან პატივსაცემი პოლიტიკური ანალიტიკოსია, რომელმაც ადრევე გააცნობიერა MAGA-ს (სლოგანი – გახადე ამერიკა ისევ დიდებული) ძალა და მნიშვნელობა… 1990-იან წლებში, როდესაც ლიბერალი აქტივისტი იყო, დაინახა რადიკალი მემარცხენეების ტყუილი და თაღლითობა. შემდეგ კი მალევე გახდა რადიოსა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა.
როგორც ახალი ამბების ერთ-ერთმა ყველაზე ხანგრძლივმა კონტრიბუტორმა, ტემიმ ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკელ ხალხს სიმართლე მოუტანა. ვიცი, რომ ის იმავე ძალითა და უშიშარი სულისკვეთებით იმუშავებს თავის ახალ თანამდებობაზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი“, – წერს ტრამპი.