ალექსანდრე თვალჭრელიძე – 2025 წელს საქართველო შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2025 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2025 წელს საქართველო შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით

– ბატონო ალექსანდრე, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა, საუბარი საშინაო პოლიტიკით უნდა დავიწყოთ.

შესაძლოა ვცდებოდემაგრამფაქტიარომ დამდეგ ახალ 2025 წელს საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ისე არეულდარეული 1991 წლის შემდეგანუროცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდაარ შეხვედრია.

ვგულისხმობ იმასრომ ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსასევე იმას არ ეთანხმებაროგორც ეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა – „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირის წინაშე საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დღის წესრიგში“, თვეზე მეტია რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მართავენ.

ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შედეგად 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიასასევე მომიტინგეებს „უსამშობლოებად“, „აგენტებად“, „ლიბერალური ფაშისტებად“ მოიხსენიებენ.

ხელისუფლებამ მომიტინგე პროტესტანტთა წინააღმდეგ აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენადაზარალებულების რიცხვმა 400 გადააჭარბამათ მიმართ ძალის გამოყენების ფორმებმა და მასშტაბმა არათუ არასასიამოვნო განცდა დატოვა საზოგადოებაშიარამედფაქტიარომ პოლიციისადმი უნდობლობის ბზარიც გააჩინა.

მიუხედავად ამისამას შემდეგ რაც აშშ შს მინისტრი გომელაური არა მარტო დაასანქცირაარამედ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანაპრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ დაპირება რომ გომელაურს და სხვა პოლიციის მაღალჩინოსნებს პრეზიდენტი ყაველაშვილი გორგასლისა თუ ღირსების ორდენებით დააჯილდოვებდამეტიცშს მინისტრი გომელაური ვიცე – პრემიერად იქნა დანიშნული.

ფაქტია ისიცრომ ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გაიარაის რომ აქციებზე დაკავებულების ცემატყეპისას არავინ გარდაცვლილაშეიძლება ითქვასუფლის წყალობითგაგვიმართლაამისთვის რომ სამართალდამცავებს არ უზრუნიათცხადზე უცხადესი.

საშინაო პოლიტიკაში რა შედეგებით შეხვდა საქართველო ახალ 2025 წელს?

– უნდა ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ ბოლო რვა თვის განმავლობაში ურთულეს სტილისტურ ხერხს – ოქსიმორონს – მიმართა. ოქსიმორონი ისეთი სტილისტიკური ილეთია, როცა ხდება შეუთავსებელი ცნებების შერწყმა ერთ კონტექსტში. აშკარა ოქსიმორონებია მმართველი გუნდის, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ მოგონილი უკვე კლიშეებად ქცეული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“, ან „გლობალური ომის პარტია“, კიდევ რომელი დაგისახელოთ. ეს აშკარა ნოვაციაა პოლიტოლოგიაში თუ არა, ენათმეცნიერებაში მაინც, ვინაიდან ასეთი ცნებები ბუნებაში არ არსებობს. ფაშიზმი არ შეიძლება იყოს ლიბერალური, ხოლო როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ომის პარტიის დაფუძნება ან მისი მართვა? ჩვენ ხომ უმბერტო ეკოსა ან დენ ბრაუნის მიერ გამოგონილ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ რეალურ პრობლემებთან გვიწევს გამკლავება. უკვე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ მმართველი გუნდი ან საერთოდ ვერ ხედავს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, ან თავს იტყუებს ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ურცხვად ჩვენ გვატყუებს და ცდილობს ტელეარხი „იმედის“ ანაბარად დაგვტოვოს. სხვანაირად რით ავხსნათ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე ვერ ხედავს ყოველდღე საქართველოს ქალაქებში პროტესტის სულისკვეთებით გამსჭვალულ ასობით ათას ადამიანს და გვიმტკიცებს, რომ ოპოზიციას ანუ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ 1000 კაცზე მეტი ვერ გამოჰყავს. ცდებით, ბარტონო ირაკლი. ქუჩაში ხალხს მათრახით არავინ მიერეკება. არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უდგას სათავეში ხალხის სამართლიან და კანონზომიერ პროტესტს.

აშკარა ოქსიმორონებია მმართველი გუნდის, განსაკუთრებით კი ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ მოგონილი უკვე კლიშეებად ქცეული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ლიბერალური ფაშიზმი“, ან „გლობალური ომის პარტია“, კიდევ რომელი დაგისახელოთ. ეს აშკარა ნოვაციაა პოლიტოლოგიაში თუ არა, ენათმეცნიერებაში მაინც, ვინაიდან ასეთი ცნებები ბუნებაში არ არსებობს. ფაშიზმი არ შეიძლება იყოს ლიბერალური, ხოლო როგორ წარმოგიდგენიათ გლობალური ომის პარტიის დაფუძნება ან მისი მართვა?

და ეს პროტესტი არა თქვენმა რომელიმე პოლიტიკურმა ოპონენტმა, არამედ ზუსტად თქვენმა, უკეთეს შემთხვევაში – დაუფიქრებელმა, უარეს შემთხვევაში კი, მაპატიეთ, პროვოკაციულმა გამონათქვამებმა გამოიწვია.

ყოველ პრობლემას, როგორც მედალს, ორი მხარე აქვს, დადებითი და უარყოფითი. უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად შექმნილ ვითარებას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დადებითი ელემენტიც გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უკვე სრულყოფილად ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ თვალწინ ხდება ასეთი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარსება.

ამ თვალთახედვით მე ერთ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან და, ჩემი აზრით, არასათანადოდ გაშუქებულ ფაქტს გავუსმევდი ხაზს: მხედველობაში მაქვს საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის დაფუძნება. გაფრინდა პირველი მერცხალი! მოხდა ის, რასაც მე უკვე ოცდახუთი წლის წინ ვვარაუდობდი.

2025 წელს საქართველო შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებით, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ მის ზღვარზე უკვე გავიარეთ, მაგრამ უკეთესი მომავლის არც თუ დაუსაბუთებელი იმედით

ჭეშმარიტად დამოუკიდებელი პროფკავშირების გარეშე თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება ვერ იარსებებს. მაგალითად, ვერ მოხერხდება საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის ბერკეტის სრულყოფილად გამოყენება.

ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: vox populi, vox dei. საქართველოში ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. ნუ უყურებთ რუსეთს ან ბელარუსს. როსების ეთნოსს ჯერ კიდევ პირველი თავადი რიურიკიდან მოყოლებული უყვარს ტირანები, ის უპირველეს ყოვლისა ძალას და არა თავისუფლებას ცემს პატივს.

რუსეთში ხომ ყველაზე პოპულარული მეფეები აშკარა დესპოტები ივანე მრისხანე და პეტრე პირველი არიან, ხოლო თავისუფლების მომტანი ალექსანდრე მეორე სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო სულ სხვაა.

ახლა თქვენ კითხვას დავუბრუნდეთ. საქართველო 2025 წელს შეხვდა ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისით, შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებით, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენ მის ზღვარზე უკვე გავიარეთ, მაგრამ უკეთესი მომავლის არც თუ დაუსაბუთებელი იმედით.

– მას შემდეგრაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრაიმხანად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკრების მემორიალი მთავრობის სახელით გვირგვინებით შეამკო და განაცხადა დაახლოებით ასეთი რამ თქვა, – „ვუსურვებ უკრაინას მშვიდობასუკრაინა შორსაა და ჩვენ ახლა ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ,“ ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვიადამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებითსწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ცხადია გახდარომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები დაიწყომეტიცამის შემდეგ მოუხშირეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კოლექტიური დასავლეთის“ კრიტიკარომლებმაც დაიწყეს რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მხარდაჭერა.

უსაფუძვლო აღმოჩნდა ხელისუფლების მტკიცებარომ საქართველოს „გლობალური ომის პარტია“ „მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდაამის შემდეგ დაიწყო ევროკავშირის რეკომენდაციებზე მსჯელობამიუხედავად იმისარომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ძლივს და ისიც სანახევროდ აქვს შესრულებულიევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭამაგრამამის შემდეგხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია რეკომენდაციების შესასრულებლადმაშინ ითქვარომ საქართველოს ევროპული მომავალი 2024 წლის არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებაზე იქნებოდა დამოკიდებული. 2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდერის საბოლოო დასკვნა ამ თემაზე რომ კითხვებს არ ტოვებს ცხადიამათ შორის ბევრი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვისვისაც წაკითხული გაგების უნარი აქვს.

მიუხედავად იმისარომ არჩევნების შედეგები საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყოქუჩაში პროტესტი დიდი არ ყოფილაროგორც ჩანსამით გათამამებულმა ხელისუფლებამჯერ თქვარომ 2028 წლამდე არ აპირებს საქართველოს ევროპულ მომავალზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებასხოლო შემდეგპრეზიდენტობის კანდიდატად დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

არჩევნების ჩატარების სამართლიანობაუსამართლობაზე „ქართულმა ოცნებამ“, რომლის წინასაარჩევნო პროპაგანდა აშკარად ანტიდასავლური და ანტიამერიკული იყოდასავლელი პარტნიორებისაგან ბევრი კრიტიკა მოისმინაამის ფონზე „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა არ შენელებულამეტიც გაძლიერდა კიდეც.

საბოლოოდშედეგი ასეთი გვაქვს, – მიუხედავად იმისარომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმარომელსაც ვადა 29 დეკემბერს ეწურებოდააშშსაგან ოფიციალურად მიიღო აშშ ახლად არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების მიწვევა.

თუ ამასიმასაც დავუმატებთრომ 28 დეკემბერს აშშ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დაასანქცირაივანიშვილის დასანქცირების თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთრა თქმა უნდაეს სანქციები „ჯილდო“ არააროგორც ამას პრემიერი ირაკლი კობახიძეროგორც ჩანსივანიშვილის თანხმობით ამბობსარამედიმაზეცუდი რამაავიდრე ერთი შეხედვით ჩანს პირადად ივანიშვილისთვის და ქვეყნისთვისაც.

საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით შეხვდა საქართველო ახალ 2025 წელს?

– ამ კითხვაზე პასუხის მოკლე გაცემა ძალიან ძნელია. შევეცდები ეს პასუხი პარადოქსებზე ავაგო. გთხოვთ დააკვირდეთ: არც, ვთქვათ, უზბეკეთსა თუ ყირგიზეთში, არც აზერბაიჯანში და, წარმოიდგინეთ, არც სომხეთში მახინჯი საარჩევნო ტექნოლოგიები პროტესტს არ იწვევენ. არც გაველურებული ძალოვანი მოძალადეების, მაპატიეთ ტავტოლოგიისთვის, დასანქცირება ხდება. სულ სხვაა საქართველო. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის განიხილებოდა, როგორც დემოკრატიის შუქურა შავბნელ ამორფულ პოსტსაბჭოთა სივრცეში. გარდა ამისა, იგი ბატონი ედუარდ შევარდნაძის მეცადინეობით გახდა მსოფლიო მნიშვნელობის ენერგოპროექტების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი. წინ ბევრი სხვა პროექტიცაა. ამაზე საათობით შემიძლია საუბარი. გნებავთ, ერთხელ ამ თემას ინტერვიუ დავუთმოთ. ასეთ ვითარებაში დასავლური ქვეყნები ვერ შეეგუებიან საქართველოს მოწყვეტას დემოკრატიული სამყაროდან და ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი, სანქციების ჩათვლით, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. ამიტომ ნუ ეთამაშება „ქართული ოცნება“ ცეცხლს. მას ვერც ჩინეთი და ვერც რუსეთი უშველის, როგორც ვერ უშველეს თუნდაც ბაშარ ასადს. თანაც საქართველოში საპროტესტო მუხტი იმდენად ძლიერია, რომ მმართველ გუნდს ორ ფრონტზე უწევს თავის დაცვა. ამიტომ იგი აშკარად არამდგრად პოზიციაშია.

ნუ ეთამაშება „ქართული ოცნება“ ცეცხლს. მას ვერც ჩინეთი და ვერც რუსეთი უშველის, როგორც ვერ უშველეს თუნდაც ბაშარ ასადს. თანაც საქართველოში საპროტესტო მუხტი იმდენად ძლიერია, რომ მმართველ გუნდს ორ ფრონტზე უწევს თავის დაცვა. ამიტომ იგი აშკარად არამდგრად პოზიციაშია

თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, მოკლედ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ სრულ საგარეო იზოლაციაშია. ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს გვერდზე მიუსვა. ეხლა სოკრატე არ უნდა იყო, რომ წარმოიდგინო, სად იქნება მიხეილ ყაველაშვილის ადგილი. დუშანბეში თუ წავა ოფიციალური ვიზიტით. საერთოდ, მიმაჩნია, რომ „უდიპლომო სასიძოს“, თანაც ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური პარტიის ყველაზე უფრო რადიკალი პოლიტიკოსის საქართველოს პრეზიდენტად „არჩევა“ ქართველი ერის შეურაცხყოფაა. თითქოს გვითხრა „ქართული ოცნების“ მთავარმა იდეოლოგმა, მეტის ღირსი არა ხართო. 2025 წელს ამ გამოწვევაზე „კოლექტიური“ პასუხის გაცემას ველოდები.

„ქართული ოცნება“ სრულ საგარეო იზოლაციაშია… „უდიპლომო სასიძოს“, თანაც ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური პარტიის ყველაზე უფრო რადიკალი პოლიტიკოსის საქართველოს პრეზიდენტად „არჩევა“ ქართველი ერის შეურაცხყოფაა. თითქოს გვითხრა „ქართული ოცნების“ მთავარმა იდეოლოგმა, მეტის ღირსი არა ხართო. 2025 წელს ამ გამოწვევაზე „კოლექტიური“ პასუხის გაცემას ველოდები

– თუ როგორი შედეგებით შეხვდა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში საქართველო 2025 წელსსაკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ.

ახლა ის დროაიმაზე ვისაუბროთიმ მოცემულობებითრაც ჩვენ ახლა გვაქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკაშისავარაუდოდ როგორ გესახებათ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარება.

რადგან წინა კითხვა საგარეო პოლიტიკაზე იყომოდით 2025 წელს საგარეო პოლიტიკის სავარაუდო პერსპექტივებზე საუბრით გავაგრძელოთ?

– 2025 წლის დასაწყისში თითქმის მთელი მსოფლიო, ევროკავშირის ჩათვლით, სრულ გაურკვევლობაშია. ჯერ აბსოლუტურად გაუგებარია, როგორი იქნება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა. მოდით, ამ კითხვას აპრილში დავუბრუნდეთ. მაგრამ ნუ ამყარებს „ქართული ოცნება“ ამ გაურკვევლობაზე დიდ იმედებს. საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში დონალდ ტრამპის პოზიცია სენატორ უილსონის სიტყვებში გამოჩნდა.

ნუ ამყარებს „ქართული ოცნება“ ამ გაურკვევლობაზე დიდ იმედებს. საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში დონალდ ტრამპის პოზიცია სენატორ უილსონის სიტყვებში გამოჩნდა

– რადგან 2025 წლის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები საკმაოზე მეტად მკაფიო და ცხადიაახლაარა მარტო საინტერესოარამედ აქტუალურია თუ როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2025 წელს?

– ისტორიას განვითარების საკუთარი იმანენტური კანონები გააჩნია. ისტორია შეიძლება არა წრფივად, მაგრამ შეუქცევადად ვითარდება. და მის განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთ გარემოებას, რომელსაც თავდაპირველად ბატონმა აკაკი ბაქრაძემ გაუსვა ხაზი. მხედველობაში მაქვს ერის შინაგანი ენერგია.

ისტორია შეიძლება არა წრფივადმაგრამ შეუქცევადად ვითარდებადა მის განვითარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთ გარემოებასრომელსაც თავდაპირველად ბატონმა აკაკი ბაქრაძემ გაუსვა ხაზიმხედველობაში მაქვს ერის შინაგანი ენერგია

ბატონი აკაკის მოღვაწეობის პერიოდში ეს ენერგია დაბალ ნიშნულზე იდგა. დღეს სხვა ვითარებაა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ წელს საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ დემოკრატიულ გზას დაუბრუნდება. კოალიციური მთავრობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნილებაა.

კობა ბენდელიანი

„ინტერპრესნიუსი“