„ამერიკის უმდიდრესი ადამიანები არასოდეს ყოფილან ასეთი მდიდრები“, – წერს Forbes-ი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს.
გასულ წელთან შედარებით, ამ ადამიანების ქონება ჯამში 5.4 ტრლნ-ით გაიზარდა, აქედან პირველი ათეულის ქონება ჯამში 100 მლრდ დოლარით მეტია, რაც ასევე რეკორდს წარმოადგენს.
ამერიკის 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი Forbes-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
1. ილონ მასკი – 244 მლრდ 💲 2. ჯეფ ბეზოსი – 197 მლრდ 💲 3. მარკ ცუკერბერგი – 181 მლრდ 💲 4. ლარი ელისონი – 175 მლრდ 💲 5. უორენ ბაფეტი – 150 მლრდ 💲 6. ლარი პეიჯი – 136 მლრდ 💲 7. სერგეი ბრინი – 130 მლრდ 💲 8. სტივ ბალმერი – 123 მლრდ 💲 9. ბილ გეითსი – 107 მლრდ 💲 10. მაიკლ ბლუმბერგი – 105 მლრდ 💲