ჩრდილოეთ კორეამ სეულში ბლინკენის ვიზიტის დროს რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გაისროლა იმ დროს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სეულს ეწვია. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედროები იტყობინებიან, წერს Deutsche Welle.

ჩრდილოეთ კორეის რაკეტა

რაკეტამ დაახლოებით 1 100 კილომეტრი იფრინა, სანამ ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის წყალში დაეშვებოდა.

სამხრეთ კორეამ ფხენიანის ქმედება დაგმო, როგორც მორიგი პროვოკაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. სეული ფხენიანს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ქაოსით სარგებლობაში ადანაშაულებს, რაც ყოფილი პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის იმპიჩმენტს უკავშირდება და აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბოლო კვირებში რაკეტების გამოცდა გააძლიერა.

თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთ კორეასთან დასაკავშირებლად არაერთი ძალისხმევა განახორციელა“, მაგრამ პასუხად „უფრო პროვოკაციული ქმედებები“ მიიღო.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის პირობებში, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ „ყველაზე მკაცრ“ ანტიამერიკულ პოლიტიკას გაატარებს.