წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ძლიერი ზამთრის ქარიშხალი, რომელიც უახლოვდება შეერთებულ შტატებს, ხელს არ შეუშლის კონგრესის შეხვედრას, რათა 6 იანვარს ოფიციალურად დაამტკიცოს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა.
როგორც ჯონსონმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, „კანონი მოითხოვს, რომ ეს მოხდეს 6 იანვარს, 13:00 საათზე“.
„ამიტომ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ქარბუქი, ჩვენ ამ დარბაზში ვიქნებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გაკეთდება“,- აღნიშნა ჯონსონმა.
პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ უამინდობის მიუხედავად, სრული დასწრების იმედი აქვს.