ჩრდილოეთ კორეამ ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, რომელსაც ჰიპერბგერითი ქობინი აქვს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა

მედიის ცნობით, რაკეტა წყნარ ოკეანეში შორეულ სამიზნეებზე დასარტყმელად შექმნეს. რაკეტის გაშვების ბრძანებს კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა. ეს იყო პირველი გაშვება წლის დასაწყისიდან და დაემთხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტს სამხრეთ კორეაში.

მათივე მტკიცებით, რაკეტამ ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 12-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა და დაახლოებით 1500 კმ მანძილი დაფარა.

ამავდროულად, სამხრეთ კორეის სამხედროები მიიჩნევენ, რომ ჩრდილოეთ კორეა აზვიადებს რაკეტის შესაძლებლობებს და ამბობს, რომ რაკეტამ უფრო ნაკლები მანძილი დაფარა.