ჩინეთის მთიან ტიბეტის რეგიონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა და 62 დაშავდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრა ტიბეტის ქალაქ შიგაცეში მოხდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები, ასევე, იგრძნობოდა მეზობელ ნეპალსა და ინდოეთის ნაწილებში.