ამერიკელი მულტიმილიარდერის, ილონ მასკის ფსიქიკა სწრაფად ირღვევა და იგი უკვე საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისათვის – ასეთი აზრი გამოხატა მასკის ბიოგრაფმა სეთ აბრამსონმა.
„სერიოზულად ვფიქრობ, რომ ილონ მასკი გიჟდება. მე მასკის ბიოგრაფი ვარ და ბოლო ორი წელია, ვაკვირდები მის ონლაინ-ქცევას. იმის გათვალისწინებით, რომ ის თავად აღიარებს მასზე ფსიქიკური აშლილობების, ნარკოტიკების მოხმარებისა და უკიდურესი სტრესის გავლენას, ახლა უკვე არსებობს იმის შიშის საფუძველი, რომ ის მძიმედ არის დაავადებული“, – ამბობს ბიოგრაფი.
მეწარმის ფსიქიკური არასტაბილურობა საფრთხეს უქმნის ამერიკულ საზოგადოებას არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის გამო, არამედ პოლიტიკაზეც, – იმოწმებს აბრამსონის სიტყვებს გამოცემა “Daily Beast”.