მოლდოვის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ამანათების შემოწმებისას სათამაშო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აღნიშნულის შესახებ მოლდავური მედია მოლდოვის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება შემთხვევის გარემოებების გასარკვევად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სკანირებაზე აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის ყველა მგზავრი უსაფრთხოდ არის. აეროპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ იყო სათამაშო მანქანაში აღმოჩენილი, ასაფეთქებელი მოწყობილობის მფლობელი.
PulsMedia წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამანათი უკრაინიდან იყო გაგზავნილი და დანიშნულების ადგილი თბილისი იყო.