ლოს-ანჯელესში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს – ევაკუირებულია 3000-მდე ადამიანი

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ევაკუირებულია 3000-მდე ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით საფრთხის ქვეშ 10 000-ზე მეტი სახლია.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა ავტომობილები სანტა მონიკასა და მალიბუში. მათ ასევე გასცეს ევაკუაციის ბრძანება“, – წერს ამერიკული მედია.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, „ტორნადოს მსგავსი“ ქარი ართულებს ხანძრის ლოკალიზების პროცესს.

კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის განცხადებით, ბევრი შენობა უკვე განადგურებულია. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.