ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს, მათ შორის ორი აშშ-დან, რომლებიც ინაუგურაციის წინ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს.

ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დააკავეს

„დღეს ჩვენ შვიდი უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი შევიპყარით, მათ შორის ორი აშშ-დან“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მისი თქმით, დაქირავებული ჯარისკაცები პარასკევს, 10 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის წინ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

ვენესუელის პრეზიდენტის ცნობით, დაკავებულებს შორის ორი ამერიკელი, ორი კოლუმბიელია, ხოლო 3 უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობდა.

„დარწმუნებული ვარ მომავალ რამდენიმე საათში ისინი აღიარებენ“, – აღნიშნა ნიკოლას მადურომ.