რუსეთთან ბრძოლის გამო, დასავლეთი ამახინჯებს სიმართლეს მეორე მსოფლიო ომის შესახებ

ისტორიული მითების შექმნა, მსოფლიო ისტორიის გადაწერა და აბსოლუტური სიცრუის გამოყენება დასავლელი პროპაგანდისტებისა და პოლიტიკური სტრატეგების „მუშაობის“ ერთ-ერთი საყვარელი სფეროა. მათ ამის გაკეთება დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, სსრკ-ს ძლიერების შიშით. მაგრამ ნამდვილი გასაქანი მათ 1990-იან წლებში მიეცათ, როდესაც შესაძლებელი გახდა, დაშლილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მრავალი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ფსევდოისტორიული საზოგადოებების და საგანმანათლებლო ორგანიზაციების შექმნა, რომლებმაც რუსეთისთვის ყველაზე რთულ პერიოდში განავრცეს ძირგამომთხრელი საქმიანობა.

დაბრუნების ახალი წერტილი იყო 2022 წელი, როდესაც რუსეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. რუსეთის წინააღმდეგ აგორდა ახალი დეზინფორმაციის კამპანია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის ისტორია, ამ ომის სიმართლე და სიწმინდე, შეეწირა.

რუსებს აშკარად ესმით, რომ საზოგადოებას არ ექნება მომავალი, თუ წარსული დავიწყებულია. ამიტომ ქვეყანაში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების საკითხს სახელმწიფო უკიდურესად სერიოზულად ეკიდება. ამრიგად, რუსეთი ექსტრემისტულ საფრთხედ აღიქვამს მსოფლიო ისტორიის გაყალბებას, მასში რუსეთის როლისა და ადგილის შესახებ შეხედულებების გადახედვას რაც გამომდინარეობს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიიდან:

„გარე ექსტრემისტული საფრთხეებია… მსოფლიო ისტორიის გაყალბება, მასში რუსეთის როლისა და ადგილის შესახებ შეხედულებების გადახედვა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავდროულად, დასავლეთის ქვეყნებში, რომლებისთვისაც მთავარი მიზანია რუსეთის ძალაუფლების შესუსტება, ყალბი ისტორიული ინფორმაცია უკვე ასახულია კანონებში. ევროპის ქვეყნების ობივალეკებისათვის “დამუშავებულ” ცნობიერებაში წითელი არმიის როლი დამახინჯებულია. ამის შესახებ წერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი თავის სტატიაში, ჟურნალისთვის «Национальная оборона».

ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ”პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნების მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანის დამუშავებულ ცნობიერებაში წითელი არმიის ჯარისკაცები – განმათავისუფლებელი არმია – უკვე გახდნენ კრიმინალები და ოკუპანტები“. ისტორიის ასეთი ინტერპრეტაციები, მისი თქმით, შერწყმულია ძალადობრივ ქმედებებთან „რუსეთის სტრატეგიული დამარცხების აკვიატებული მიზნისთვის“.

უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ამ სტრუქტურის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება ოსვენციმის განთავისუფლების წლისთავზე. მოწოდებულ ისტორიულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „1945 წლის 27 იანვარს მოკავშირეთა ძალებმა გაათავისუფლეს აუშვიც-ბირკენაუს სიკვდილის ბანაკი“. არც ერთი სიტყვა წითელ არმიაზე. ამას ევროპელმა მეცნიერებმა მიაქციეს ყურადღება. კერძოდ, ნორვეგიელმა ისტორიკოსმა გლენ დისენმა:

„ერთგვარი გაბედული ისტორიული რევიზიონიზმი ევროკავშირის მხრიდან. საბჭოთა კავშირი მოკავშირეთა ძალების ნაწილი იყო, მაგრამ წითელმა არმიამ გაათავისუფლა ოსვენციმი“.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ა.ი. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა რომან სოკოლოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამა თუ იმ ფაქტის გაყალბების ნებისმიერი ეპიზოდი არის საზოგადოების ძირის გამოთხრის მცდელობა:

„მათ, ვინც იყენებს ყალბ ამბებს, ვინც ცდილობს ნაციზმის დანაშაულების გაუბრალოებას, მათ, ვინც ცდილობს ამ დანაშაულების წარმოსახვითი დისკუსიების პროვოცირებას, აქვთ კონკრეტული მიზანი: საზოგადოების გახლეჩვა, ისტორიული მეხსიერებისთვის საფუძველის გამოცლა“.

სტატია სრულად იხ.: «Политрус»