აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოს რეგიონში აფხაზეთის გალის რაიონში. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ დამღუპველი მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და მეგობარ საქართველოს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.