კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთის შესაძლო გაწევრიანება ევროკავშირში მისი სუვერენული უფლებაა, მაგრამ შეუძლებელია იყო ორი განსხვავებული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
„იყო ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრი, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, შეუძლებელია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს მოსკოვის პოზიციის შესახებ კითხვაზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ.
ინფორმაციისთვის, 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს აქვს პოზიტიური პოზიცია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.