იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ილონ მასკის მხრიდან საერთაშორისო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევაზე საუბრისას ჯორჯ სოროსი გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„მასკი ძალიან ცნობილი და მდიდარი ადამიანია, რომელიც გამოხატავს თავის პოზიციას. მაგრამ ის არ არის პირველი და ერთადერთი, ვინც ამას აკეთებს. ბევრი ცნობილი და მდიდარი ადამიანი მინახავს, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს გამოხატავენ. პრობლემა ის არის, რომ ბევრი იყენებს ამ რესურსებს პარტიების, ასოციაციებისა და პოლიტიკოსების დასაფინანსებლად მთელ მსოფლიოში, რათა გავლენა მოახდინოს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკაზე. მასკი ამას არ აკეთებს. მე არ მსმენია მის მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე. ამას აკეთებს ჯორჯ სოროსი. ეს ეროვნული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევაა“, – აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.