პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

უსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა.

ვლადიმერ პუტინი

როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მთავრობის წევრებს გაესაუბრა. შეხვედრის მთავარი თემა ახალი ეროვნული პროექტების დაწყება იყო.

„დღეს ჩვენ გვაქვს პირველი შეხვედრა ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, მაგრამ, როგორც შევთანხმდით, მე და ბევრ კოლეგას არდადეგების დროს მუშაობა არ შეგვიწყვეტია“, – განაცხადა პუტინმა.