რუმინეთში მაისში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პირველი ტური 4 მაისს ჩატარდება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
განმეორებითი არჩევნების ჩატარების თარიღი რუმინეთის მმართველმა კოალიციამ დანიშნა. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მემკვიდრის ვინაობის გარკვევამდე უფლებამოსილებას შეასრულებს.
კოალიციურ მთავრობაში შემავალმა სამმა პარტიამ დაადასტურა, რომ ერთიანი კანდიდატის, კრინ ანტონესკუს კანდიდატურას მხარს დაუჭერს. მმართველი კოალიცია ცდილობს საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვას.
ჯერჯერობით უცნობია, მიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კელინ ჯორჯესკუ. მისი მონაწილეობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. შესაძლოა, ჯორჯესკუს დისკვალიფიკაცია მოხდეს. თუ მისი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საკითხი დადასტურდა.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. არჩევნების პირველ ტურში კელინ ჯორჯესკუმ მოულოდნელად 23% მიიღო და მეორე ტურში გადავიდა.
რაც შეეხება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს მარჩელ ჩოლაკუმ, რომელიც ასევე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, ის მესამე ადგილზე გავიდა და მეორე ტურში ვერ მოხვდა.