დიმიტრი პესკოვი – აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს

შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გაგრძელდეს, ევროპის ქვეყნები მის კვალს მიჰყვებიან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის ხელმძღვანელობა აპირებს, უკრაინაში კონფლიქტის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთოს

„ვხედავთ, რომ ქვეყნები აგრძელებენ თავიანთი პოლიტიკური ნების გამოცხადებას და აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები, მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობით, რომელსაც 10 დღე აქვს დარჩენილი, აპირებს გააგრძელოს ყველაფრის გაკეთება ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნები ამ ზოგადი ხაზის გავლენას განიცდიან. ეს არის ის, რაც ეხება შეერთებული შტატების ამჟამინდელ ადმინისტრაციას და მის სატელიტებს, რომლებიც „რამშტაინში“ იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალებს და დამხმარე აღჭურვილობას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.