სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„პუტინს ვესაუბრე ჩვენსა და „გაზპრომს“ შორის კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს, რომ ისინი იპოვიან გზას ჩვენთვის გაზის მოსაწოდებლად. მისი ნაწილი შესაძლოა სამხრეთის მარშრუტით შემოვიდეს, თუმცა ამჟამად, გვაქვს რეზერვები და სლოვაკეთის საჭიროებები უზრუნველყოფილია“, – ამბობს ფიცო.
მისივე თქმით, პუტინმა მისცა გარანტია, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებას გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტსა და სლოვაკეთის პრემიერს შორის 22 დეკემბერს, მოსკოვში გაიმართა.