„რამშტაინის“ შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 იანვარს შედგა, უკრაინა დამატებით 2 მილიარდი დოლარის მხარდაჭერის პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია We-Ukraine-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
მან „8 შესაძლებლობის კოალიციაზეც“ ისაუბრა.
„ეს უკვე ქაღალდზეა. 34 ქვეყანა უკვე მხარს უჭერს ამ სტრატეგიულ კოალიციას. გასაგები რომ იყოს, თუ რას გულისხმობს ეს – ეს არის საჰაერო თავდაცვის კოალიცია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, IT კოალიცია, განაღმვითი, საზღვაო კოალიცია, ცა, არტილერია და ა.შ.“ , – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.